ოთახი
რაოდენობა
Children
  • + 995 422 27 55 25
  • en
  • ge
  • ru
  • Book Now
    ინტურისტ პალასი 1939 წლიდან
    მთავარი გვერდი
    სასტუმროს ისტორია
    სასტუმროს ისტორია
    სასტუმროს ისტორია
    სასტუმროს ისტორია
    სასტუმროს ისტორია
    სასტუმროს ისტორია
    სასტუმროს ისტორია
    სასტუმროს ისტორია
    სასტუმროს ისტორია
    სასტუმროს ისტორია
    სასტუმროს ისტორია

    ტაძრის საფუძვლის ჩაყრისა და კურთხევის ცერემონია რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამისა და მისი ოჯახის თანდასწრებით 1888 წლის 25 სექტემბერს ჩატარდა. ტაძარი მეცხრამეტე საუკუნის დასასრულიდან 1936 წლამდე ფუნქციონირებდა, სანამ კომუნისტების ათეისტური კამპანიისას, საქართველოში არსებული სხვა ეკლესია-მონასტრების მსგავსად ისიც არ დაანგრიეს. ტაძრის ნანგრევებზე კი მოგვიანებით ეშენდა სასტუმრო ინტურისტის შენობა. საინტერესოა, რომ 1945 წელს სასტუმრო ინტურისტი შეირჩა ადგილად, სადაც მეორე მსოფლიო ომის მოკავშირე ძალების ლიდერებს ომის შემდგომი საკითხები უნდა განეხილათ, თუმცა ბოლო წუთებში შეხვედრის ადგილმა იალტაში გადაინაცვლა.

    სასტუმროს არსებობის 70 წლის მანძილზე ორჯერ ჩაუტარდა მასშტაბური სარემონტო სამუშაოები. თავდაპირველად 1979-1980, ხოლო მეორედ 2005-2006 წლებში. თუმცა სასტუმროს დღემდე აქვს შემორჩენილი მისი განმასხვავებელი ნიშანი - ნახევრადწრიული ფასადი, რომელიც ზღვისპირა პარკსა და  ბულვარის კოლონადებისკენ მდებარე ულამაზეს ფანტანების სკვერს გადმოჰყურებს.